logo
ENG



სპეცოპერაცია დუშეთში - დააკავეს პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა

12 ოქტ 202117:14
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ დუშეთში დააკავა პირი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ში წასასვლელად ყალბ დოკუმენტაციას უმზადებდა.   

ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. 

მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ, რომ დაკავებული მოქალაქეებს საბუთების დამზადებაში ეხმარებოდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბრალდებული კანონს არ არღვევდა.

"ჩემს შვილს და თავის ძმას დაეხმარა საბუთების მოწესრიგებაში და ამერიკაში წასვლაში. ვიღაცას რომ დაეხმარო, ეს დანაშაულია? ძალით ხო არ წაიყვანა?"- ამბობს დაკავებულის ახლობელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, დეტალებს ფორმულა უწყებაში არკვევს.


close დახურვა